“ყაზბეგში” არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.
როგორც ”კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სომხეთის მოქალაქის, ვ.კ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და ოქროს ჯართი, საერთო წონით 127,69 გრამი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 9375.05 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 9375.05 ლარის ოდენობით შეეფარდა. ამავე დღეს, სგპ ყაზბეგში, სომხეთის მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას, ვერცხლის ნაკეთობები – 705,34 გრამი, ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით – 7,72 გრამი და ორი ცალი ბრილიანტის თვალი – 0,56 კარატი გამოვლინდა.
მათივე ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4267,46 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4267,46 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები