სირიაში ოთხი რუსი სამხედრო დაიღუპა

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მრჩეველი დაიღუპა. ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, დისტანციური მართვის ნაღმზე აფეთქდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
ამავე ინფორმაციით, კიდევ ორი სამხედრო მძიმედ დაიჭრა და ექიმები მათ გადარჩენას ცდილობენ.
აფეთქება ტიასის აეროდრომსა და ქალაქ ჰომსს შორის მოხდა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
რუსეთი სირიაში სამხედრო ოპერაციაში 2015 წლის შემოდგომიდან მონაწილეობს. ამ ხნის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემებით, სირიაში 26 რუსი სამხედრო დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები