ეგვიპტის სასამართლომ სტადიონზე მომხდარი არეულობების მონაწილეების მიმართ სასიკვდილო განაჩენი დაადასტურა

ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ 2012 წელს ქალაქ პორტ-საიდის სტადიონზე მომხდარი არეულობის 10 მონაწილის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ინციდენტი 2012 წლის პირველ თებერვალს მოხდა. საფეხბურთო მატჩის შემდეგ ფანატებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა. დაპირისპირების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა და 300 დაიჭრა. თავდაპირველად სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი 21 ადამიანს მიუსაჯა.
ამ გადაწყვეტილებას პორტ-საიდში შეტაკებები მოჰყვა, რომლის დროს ათობით ადამიანი დაიღუპა. განაჩენი არაერთხელ გაასაჩივრეს. საბოლოოდ სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი 10 ადამიანის მიმართ დატოვა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები