ზუგდიდის ცენტრში მამაკაცმა ლომბარდის დაწვა სცადა

 ზუგდიდის ცენტრში მამაკაცმა ლომბარდის დაწვა სცადა. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი იმუქრებოდა, რომ შენობას ბენზინს შეასხამდა. ადგილზე პოლიცია იყო გამოძახებული. ამჟამად სიტუაცია განმუხტულია.
მამაკაცის თქმით, მას ლომბარდში ოქრო ჰქონდა ჩაბარებული, საფასური გადაიხადა, თუმცა, მისივე განცხადებით, ძვირფასეულობა არ დაუბრუნეს.

ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები