ფოთში, საცხოვრებელ ბინაში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ფოთში, 9 აპრილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ და მომვლელი ჰყავდათ.

დილით სახლში მისულ მომვლელს კარი არავინ გაუღო. ამის შემდეგ, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა სახლში შესაღწევად კარი შეამტვრიეს. დედა 80 წლის იყო, შვილი კი 60-ის.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები