“პატრიარქი დღესაც მძევლად ჰყავთ აყვანილი “ნაცმოძრაობასა” და სააკაშვილის მომხრე მღვდელმთავრების კლანს”

 „ რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის “ნაციონალებისა” და სააკაშვილის ვერაგული გეგმა, მათი რევანშისტული შტურმი, ერთი მხრივ, ეკლესიის ავტორიტეტის შესალახავად და, მეორე მხრივ, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად!“ – ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, რომელიც სასულიერო მოღვაწეებთან დაახლოებული პირია და ქართული ეკლესიის „შიდა სამზარეულოშიც“ კარგად არის ჩახედული. თეოლოგი გამოცემასთან საპატრიარქოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს პოლიტიკას უკავშირებს.
„პირდაპირ უნდა ითქვას, რომ პატრიარქი დღესაც მძევლად ჰყავთ აყვანილი “ნაციონალურ მოძრაობასა” და სააკაშვილის მომხრე მღვდელმთავრების კლანს. ბერლინის კლინიკაშიც, სადაც უწმინდესს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მხოლოდ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მეხოტბის, სოსო თოფურიძესთან, მეგის ქარდავასთან და სადისტ ახალაიებთან შეხმატკბილებული მიტროპოლიტის – პეტრე ცაავას კლანის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც პატრიარქს ერთგული ადამიანები ახლოს არ გააკარეს. სარწმუნო წყაროებიდან, ჩემთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ სწორედ მეუფე პეტრეს კლანის წევრებმა, რომლებიც უწმინდესის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენენ, პატრიარქი აიძულეს, ხელისუფლებისათვის გამოძიების შეჩერება ეთხოვა! მეუფე იაკობი ბერლინის კლინიკაში იმყოფებოდა, მაგრამ უწმინდესის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილისა და მეუფე დიმიტრის მეცადინეობით, იგი უწმინდესს არ მიაკარეს და მის სანახავად პალატაში მარტო არ შეუშვეს“, – აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ამასთანავე, თეოლოგი ამავე ინტერვიუში იმ ვიდეომიმართვასაც ეხება, რომელიც ბერლინში საავადმყოფოდან გავრცელდა, სადაც, თავდაპირველად, პატრიარქის მიმართვა შემოკლებული სახით გავრცელდა. თუმცა, უკვე მეორედ ტელეკომპანია „ობიექტივმა“ პატრიარქის მიმართვის სრული ჩანაწერი გადმოსცა.
„იმ ვიდეომიმართვაშიც, რომელიც ბერლინიდან გავრცელდა, ნაოპერაციები პატრიარქი მეუფე პეტრეს კლანის წარმომადგენელთა მიერ დაწერილ ტექსტს კითხულობდა. დიახ, მას დააძალეს, რომ ეს გაეკეთებინა. აქვე უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“ და მეუფე პეტრე ერთ თამაშს თამაშობენ და მათ სრულიად კონკრეტული მიზანი ამოძრავებთ. მეუფე პეტრე რეალურად ასრულებს პატრიარქთან ძალიან დაახლოებულ ერთ-ერთი მიტროპოლიტის დაკვეთას, რომლის მიზანიც არის, რომ საპატრიარქოს მთელი ფინანსები თავისკენ გადაქაჩოს, წლების განმავლობაში დაგროვილი კაპიტალიც შეინარჩუნოს და საპატრიარქო ტახტზეც თვითონ დაჯდეს ან თავისი კანდიდატი აიყვანოს!“ – აღნიშნავს თეოლოგი ინტერვიუში.
მისი თქმით, იგი სანდო წყაროზე დაყრდნობით, ამბობს, რომ პატრიარქის მოწამვლა კი არ იგეგმებოდა, არამედ შორენა თეთრუაშვილისა და მეუფე იაკობის მკვლელობა.
„ კულუარული წყაროებიდან მოწოდებული და სხვადახვა კუთხით გადამოწმებული ინფორმაციები მაქვს, რომ რეალურად, იგეგმებოდა არა პატრიარქის, არამედ შორენა თეთრუაშვილისა და მეუფე იაკობის მკვლელობა! პატრიარქთან ძალიან დაახლოებულ იმ მღვდელმთავარს, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებ და რომელიც პეტრე ცაავას კლანის ერთ-ერთი წევრია. პროკურატურას აქვს ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომელშიც პატრიარქის უახლოესი გარემოცვის ორი წევრი -ერთი მეუფე და ერთი საერო პირი – დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს შორენა თეთრუაშვილისა და ქორეპისკოპოს იაკობის ლიკვიდაცია!“ – აცხადებს თეოლოგი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები