ნატოში მონტენეგროს შესვლის აღკვეთა – ქვეყნის პროკურორი რუსეთს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

მონტენეგროს სპეციალურმა პროკურორმა, მილივოე კატნიჩმა ტელეკომპანია “TV Prva”-ს ეთერში განაცხადა, რომ რუსული სახელმწიფო ორგანოები და საპეცსამსახურები გასული წლის ოქტომბერში, არჩევნების დროს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ. მიზანი ნატოში მონტენეგროს შესვლის აღკვეთა იყო. მისი თქმით, ეს დასკვნა საქმის მოწმეების ჩვენების და მათი საუბრების მიხედვით არის გამოტანილი.
რამდენიმე დღის წინ, ბრიტანული გაზეთი “Telegraph”-ი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ მონტენეგროს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან რუსული სპეცსამსახურები არიან დაკავშირებული. მოსკოვმა ეს ბრალდებები უარყო, ხოლო მონტენეგროს პროკურატურაში განაცხადეს, რომ ამ მოვლენებთან რუსეთის კავშირის შესახებ მტკიცებულებები არ აქვთ.
კატნიჩი აცხადებს, რომ დაჯგუფების სათავეში, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას და პრემიერ ჯუკანოვიჩის ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავდა, რათა ნატოში მონტენეგროს შესვლა არ დაეშვა, რუსეთის მოქალაქე ედუარდ შიროკოვი იდგა, რომლის ნამდვილი გვარი შიშმაკოვია. 1488324916
„ეს არა შიროკოვი, არამედ ედუარდ შიშმაკოვი, რომელიც 2014 წელს პოლონეთში რუსეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე იყო, შემდეგ კი ჯაშუშობისთვის ქვეყნიდან გააძევეს. ეს პასპორტი მას რუსულმა ორგანოებმა მისცეს და ის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია“, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე განცხადებით, შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ალექსანდრე სინჯელიჩია, რომელიც ამჟამად გამოძიებასთან თანამშრომლობს, აღნიშნულ მოვლენებამდე, შიროკოვის მიწვევით მოსკოვში იმყოფებოდა, რათა ოპერაციაში მისი მონაწილეობა დაგეგმილიყო.
„ამ მოვლენების უკან რუსეთის ნეონაციონალისტური სტრუქტურები დგანან, ახლა კი ჩვენ დავადგინეთ, რომ ამაში რუსეთის სახელმწიფო ორგანოებიც მონაწილეობდნენ. რუსეთის სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გაარკვიონ, თუ როგორ მოხდა რს ყველაფერი და მე ველოდები, რომ ისინი ამას გაარკვევენ“, – განაცხადა კატნიჩმა.
მისი თქმით, მონტენეგროში დაგეგმილი ტერორისტული აქტების შესახებ, რომლებიც საპარლამენტო არჩვენების დღეს, 2016 წლის 16 ოქტომბერს იგეგმებოდა, მონტენეგროს სახელმწიფო ორგანოებს მირკო ვალემიროვიჩმა აცნობა. „ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც ჩვენ სერბეთის სადაზვერვო სამსახურიდან მივიღეთ, ნემანია რისტიჩი სინჯელიჩს აცნობებს, რომ მან არ ინერვიულოს, თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ ველემიროვიჩმა უღალატა“, – განაცხადა კატნიჩმა. მისი თქმით, რისტიჩის განცხადებით, „საქმე ისაა, რომ „მონტენეგროში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეციალური ძალები იმყოფებიან და ისინი პრობლემებს გადაჭრიან”.
კატბიჩი ასევე ამბობს, რომ ეს მასალები მტკიცებულებებს დაერთო. პროკურორმა მომხდარში რუსეთის „დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადეგენელთა მონაწილეობაზეც ისაუბრა.
„რაც მე განვაცხადე, უკვე დამტკიცებულია, სამწუხაროა, რომ ამას დიდი ყურადღება არ ექცევა. შეთქმულების მონაწილეთა აჩიმოვიჩის, ანდრტიჩის, და ალექსიჩის განცხადებით, ისინი დემოკრატიული ფრონტის ხელმძღვანელებთან ერთად, პარლამენტთან უნდა მისულიყვნენ, შენობაში მოხვედრილიყვნენ და ამის შესახებ ცენტრისთვის ეცნობებინათ. ოპერაცია რისტიჩმა, ბოგიჩევიჩმა და ველუმიროვიჩმა დაგეგმეს”, – განაცხადა პროკურორმა.
კატნიჩმა ასევე განაცხადა, რომ ოპერაციის მონაწილეები სერბეთიდან, ასევე რეგიონიდან და სხვა ქვეყნებიდან იყვნენ, რომელთა ვინაობის დადგენა მიმდინარეობს. პროკურორის განცხადებით, საბრალდებო დასკვნა 15 აპრილისთვის იქნება მზად. საერთო ჯამში, საქმეში ბოლო დრომდე 23 ადამიანი ფიგურირებდა. ახლა კი ანდრია მანდიჩისთვის და მილან კნეჟევიჩისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ ფიგურანტების რაიოდენობა 25-მდე გაიზარდა.1475510342
ცნობისთვის, გასული წლის 16 ოქტომბერს მონტენეგროში სერბეთის 20 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ტერაქტს და სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, ეს დაჯგუფება პარლამენტის შენობის დაკავებას, ერთ-ერთი პარტიის გამარჯვების გამოცხადებას და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის ნეიტრალიზებას გეგმავდა.
2016 წლის დეკემბერში ჩერნოგორიის ხელისუფლებამ ინტერპოლის ხაზით ძებნა გამოაცხადა ედუარდ შიროკოვზე და ვლადიემრ პოპოვზე, ასევე სერბეთის მოქალაქეებზე – პრედრაგ ბოგიჩევიჩზე, მილოშ იოვანოვიჩზე და მენამია რისტიჩზე. ისინი გადატრიალების მცდელობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. შიროკოვი ყოფილი პრემიერის, ჯუკანოვიჩის მკვლელობას გეგმავდა. კრემლში ჯუკანოვიჩის წინააღმდეგ თავდასხმის ორგანიზებაში მოსკოვის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს .
„ოფიციალური არხებით ჩვენთან არანაირი განაცხადა არ შემოსულა. არ ვიცი, იყო თუ არა განაცხადები სპეციალური სამსახურების ხაზით. ამ დროისთვის, ჩვენ არანაირი ინფორმაცია არა გვაქვს და შესაბამისად, კატეგორიულად უარვყოფთ ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან ოფიციალური სტრუქტურების კავშირს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, იყო თუ არა შესული მოსკოვში რაიმე განაცხადი მონტენეგროს ხელისუფლებისგან, ყოფილი პრემიერის მკვლელობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან რუსული სპეცსამსახურების შესაძლო კავშირზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები