გალის რაიონის პროკურორის ოჯახი დააყაჩაღეს
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის პროკურორის კახა პერტაიას ოჯახი, ოჩამჩირეში დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ნიღბიანმა თავდამსხმელებმა პროკურორის საცხოვრებელი სახლიდან შვიდი მილიონი რუბლი და იარაღის კოლექცია წაიღეს.
როგორც ცნობილია, პერტაიას მამა ბიზნესმენია და ფლობს სავაჭრო ქსელებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.