„მძევლების“ პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა

 ბერლინის კინოფესტივალზე ქართველი კინორეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ფილმის, „მძევლების“ პრემიერა შედგა. მხატვრული ფილმი მოგვითხრობს თბილისში 1983 წელს მომხდარ მოვლენებზე, როდესაც 7-კაციანმა ჯგუფმა „თბილისი-ბათუმის“ რეისის თვითმფრინავი გაიტაცა და ეკიპაჟს თურქეთში წასვლა უბრძანა. ფილმის გადაღებაში საქართველო, რუსეთი და პოლონეთი მონაწილეობდნენ.
სიუჟეტს რეალური ისტორია დაედო საფუძვლად. 1983 წლის ნოემბერში, ჯგუფში, რომელშიც მსახიობი, მისი ახლადშერთული ცოლი და რამდენიმე მათი მეგობარი შედიოდა, თვითმფრინავის, „ტუ-134“-ის გატაცებას შეეცადა, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს და თვითმფრინავი თბილისში დაბრუნდა.
გამტაცებლები და მძევლები თვითმფრინავში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, დილით კი სპეცრაზმელებმა თვითმფრინავი შტურმით აიღეს. შტურმის დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის წევრები და ორი გამტაცებელი დაიღუპა. ყველა გამტაცებელს საბჭოთა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მათ გარდა, სიკვდილით დასჯა მათ სულიერ მოძღვარსაც მიუსაჯეს, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა.
„საქართველოში ეს ხშირი განხილვის თემაა. მასზე ბევრი ადამიანი კამათობს. ჩემი მშობლების თაობის ადამიანებისთვის ისინი ბანდიტები იყვნენ, ალბათ, საბჭოთა პროპაგანდამ ეს იმისთვის გააკეთა, რომ მათი დახვრეტა აეხსნა. დღევანდელ საქართველოში კი ყველა, ვინც საბჭოთა სისტემას ებრძოდა, რომანტიკული ელფერით შეიმოსა. მიიჩნევენ, რომ ეს ახალგაზრდები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ჩემთვის არც ერთი და არც მეორე მიდგომა მისაღები არ არის“, – განუცხადა რეზო გიგინეიშვილმა „ბი-ბი-სის“.

16730115_10158211843240721_247177435415843953_n

16730660_10158211843255721_2104173633278927097_n

16729379_10158211841765721_64323323830402397_n

16729121_10158211841550721_3353760184865169629_n

16807672_10158211841615721_3679341736878448893_n

_94721681_gruzia4

_94721677_gruzia2

_94721679_gruzia3

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები