თინათინ რუხაძემ მწერალთა სახლში გიგი კეშელავასა და ნელი კანდელაკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა – „აი, რა მზის სიზმარია” დაათვალიერა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს მწერალთა სახლში მხატვრების – გიგი კეშელავასა და ნელი კანდელაკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა – „აი, რა მზის სიზმარია” დაათვალიერა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმსა და მხატვართა საოჯახო არქივში დაცული მწერალთა პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები და სხვ. მხატვრების ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნულ, ხელოვნებისა და ლიტერატურის მუზეუმებში; საგურამოსა და ყვარელში – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებში, ჯიხაიშში – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში; ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და ამბროლაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში; სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.
ნამუშევართა უმრავლესობას დამთვალიერებელი პირველად იხილავს.
გამოფენა 14 აპრილამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები