საფრანგეთის სენატი 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს განიხილავს.
ინიციატივა უკვე დამტკიცებულია პარლამენტის ქვედა პალატის მიერ და ამ ეტაპზე ზედა პალატაში დებატების საგანია.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ სოციალური პლატფორმები ვალდებული გახდებიან, მომხმარებელთა ასაკი მკაცრად გადაამოწმონ და არასრულწლოვნებს, რომლებიც 15 წელს არ არიან მიღწეულნი, წვდომა შეუზღუდონ.
კანონის მიზანია ბავშვების დაცვა კიბერბულინგისგან, მავნე კონტენტისგან და სოციალური ქსელების შესაძლო ნეგატიური გავლენისგან.
თუ ინიციატივა საბოლოოდ დამტკიცდება, მისი ამოქმედება, სავარაუდოდ, 2026 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება.