რუსმა მზვერავებმა ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნები გამართეს
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსმა მზვერავებმა წვრთნები გამართეს. მანევრები ნაღვალოუს პოლიგონზე გაიმართა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
წვრთნების სცენარის მიხედვით, მზვერავებმა ტყეში ტერორისტების გამაგრებული ბანაკი აღმოაჩინეს. მათ შტაბში კოორდინატები გადასცეს, რის შემდეგაც ბანაკი გაანადგურეს. ერთ-ერთი „ტერორისტი“ სამხედროებმა „ტყვედ“ აიყვანეს.
წვრთნების დროს გამოყენებული იყო სნაიპერული შაშხანები და ტყვიამფრქვევები.