გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა აშხაბადში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე თურქმენეთის მოსახლეობის წინაშე ფიცი დადო და ქვეყნის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ სააგენტო „თურქმენეთი დღეს“ იუწყება.
ბერდიმუჰამედოვმა 12 თებერვალს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 97,69% მიიღო. ფიცის დადების შემდეგ ბერდიმუჰამედოვს თურქმენეთის პრეზიდენტის საბუთი გადაეცა. ახლა მან ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები