აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ლავროვს შეახსენა, რომ რუსეთმა საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შეასრულოს

აშშ რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენას არ გამორიცხავს, მაგრამ საკუთარ ინტერესებს დაიცავს. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა გერმანიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე  განაცხადა.
„სენატში ჩემი კანდიდატურის დამტკიცების დროს, მე განვაცხადე, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ჩვენ ინტერესთა თანხვედრის სფეროებს ვიპოვით“, – განაცხადა ტილერსონმა. მისივე თქმით, სადაც მხარეებს შორის უთანხმოება შენარჩუნებული იქნება, აშშ თავის და მოკავშირეთა ინტერესებს დაიცავს.
ტილერსონმა ასევე განაცხადა, რომ აშშ რუსეთისგან მინსკის შეთანხმებების შესრულებას და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ყველა აუცილებელი ზომის მიღებას ელოდება.
ლავროვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მხარეები იმ სფეროებში სათანამშრომლოდ შეთანხმდნენ, სადაც მათი ინტერესების თანხვედრა ხდება. კერძოდ, საუბარია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები