ოკუპირებული აფხაზეთის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

დიდთოვლობით გამოწვეული ავარიების გამო ოკუპირებული აფხაზეთის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ამის გამო სკოლებში და საბავშვო ბაღებში გაუქმებულია სასწავლო პროცესი, რომელიც, სავარაუდოდ, 20 თებერვლიდან აღდგება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად დენი მხოლოდ გალის რაიონს მიეწოდება.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენგურჰესში წყლის დაბალი დონის გამო ოკუპირებულ აფხაზეთს თებერვლის შუა რიცხვებიდან ენერგოდეფიციტი ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები