სამეცნიერო კონფერენცია: „1918-1921 წლების საქართველო“ გაიმართება

20 თებერვალს, 13:00 საათზე, „ICM კონფლიქტების მართვის ინსტიტუტის” ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია: „1918-1921 წლების საქართველო“, რომელიც 1921 წლის თებერვლის მოვლენებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ტარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონფერენციის თემაა: „1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თებერვლის მოვლენების ალტერნატიული რეალობა“.
მონაწილეების ნაშრომები უნდა იყოს ანალიტიკური სახის და მოიცავდეს საკუთარ მოსაზრებას, რომელიც დაფუძნებული იქნება არსებული ისტორიული ინფორმაციის ანალიზზე.
ნაშრომში  საუბარი უნდა იყოს იმაზე, თუ რა შეცდომები დაუშვეს მაშინდელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რა სტრატეგია უნდა გამოეყენებინა მაშინდელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველ ძალას, რომ ქვეყანას არ დაეკარგა დამოუკიდებლობა, რა ნაბიჯებს გადადგამდით თქვენ, რომ გქონოდათ ამის ძალაუფლება და სხვ.
ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს APPA-ს სტილში. Sylfaen-ის შრიფტით, ზომა – 12, დაშორება – 1,5 .
აუცილებელია გამოყენებული ლიტერატურის მითითება. მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15 გვერდს.
კონფერენციის 3 საუკეთესო მონაწილეს გადაეცემა საჩუქრები, მეორე ტურის ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე დამამთავრებელი კლასის(11/12) მოსწავლეებს.
კონფერენცია გაიმართება ორ ეტაპად.
ნაშრომების გამოგზავნის ვადაა: 3-15 თებერვალი. შედეგები ცნობილი იქნება 17 თებერვლისთვის,
კონფერენციის დასკვნითი ეტაპი ჩატარდება 20 თებერვალს, სადაც მონაწილეები დამსწრე აუდიტორიისა და კომისიის წინაშე წარადგენენ საკუთარი ნაშრომის ანოტაციას.
მონაწილეებმა ნაშრომები უნდა გააგზავნონ ელ.მისამართზე: iconflictology@gmail.com და თემის დასახელებაში მიუთითონ “1918-1921 წლების საქართველო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები