დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია: “ლიტერატურა საზღვრებს გარეშე” გაიმართება
22 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსის #519 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: “ლიტერატურა საზღვრებს გარეშე”.
როგორც „კვირას“ საქართველოს უნივერსიტეტში განუცხადეს, ლექციის ორგანიზატორია თვითმმართველობა და მას დათო ტურაშვილი გაუძღვება.
დასწრება ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. ამისათვის უნდა შეივსოს სარეგისტრაციო ფორმა (საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა).