ევროკავშირს საკუთარი შეიარაღებული ძალები ეყოლება

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირს საკუთარი შეიარაღებული ძალები ეყოლება. გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის მეტი ცენტრალიზაციის შესახებ და ევროკავშირის ფინანსთა მინისტრის თანამდებობის შექმნის შესახებ.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 283-მა დეპუტატმა, ხოლო 269-მ – წინააღმდეგ მისცა ხმა.
ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა ევროკავშირის ფუძემდებლური ხელშეკრულების რეფორმირების დაწყებას ნიშნავს.
ასე მაგალითად, ახალი რეგულაციის მიხედვით, ევროპარლამენტის მიერ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ყველა სახელმწიფოს თანხმობა საჭირო აღარ იქნება და პრიორიტეტი უმრავლესი ქვეყნების გადაწყვეტილებას მიენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები