ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი – დავით ცერცვაძე დააკავეს. ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. ოკუპანტების მიერ დაკავებულთან ერთად, კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, თუმცა მან გაქცევა მოახერხა.
როგორც სუს-ში აცხადებენ, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და დაკავებულის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.