ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის, კიმ ჩონ ნამის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავეს. ის ადრე დაკავებული ერთ-ერთი ქალის საყვარელია. როგორც „ბი ბი სის“ მალაიზიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აცნობეს, ერთ-ერთი დაკავებული ინდონეზიის მოქალაქეა. კიმ ჩონ ნამის მკვლელობასთან დაკავშირებით, საერთო ჯამში, სამი პირია დაკავებული. მალაიზიის პოლიცია კიდევ რამდენიმე პირს, სავარაუდოდ, უცხოეთის მოქალაქეებს ეძებს. კიმ ჩონ ნამი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურის აეროპორტში 14 თებერვალს მოკლეს. მას ორი ქალი თავს დაესხა და მოწამლული ნემსი უჩხვლიტეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ძმა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები