გორში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გოგონა გარდაიცვალა

გორში, კვერნაქის დასახლებაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 28 წლის გოგონა გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში მეუღლემ ნახა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ.
„გავიდა ჩვენი ბრიგადა შემთხვევის ადგილზე გამოძახების შემდეგ, მაგრამ ადგილზე მოსულებს უკვე გვამი დახვდათ, ყოველგვარი სამედიცინო დახმარების გაწევა დაგვიანებული იყო”, – განაცხადა „კვირასთან“ გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ხელმძღვანელმა, თემურ თანიაშვილმა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 (პრიმა) მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები