იემენში „ბოევიკებმა“ 300 მშვიდობიანი პირი მძევლად აიყვანეს

ამბოხებულმა ხუსიტებმა იემენში 300 მშვიდობიანი მოქალაქე გაიტაცეს. საუბარია, ძირითადად, ქალებსა და ბავშვებზე. ამბოხებულებთან დაახლოებული წყაროების ცნობით, მოსახლეობის მძევლად აყვანა შიიტების საველე მეთაურის, აბუ აბდულრახმან ალ-ალავის მკვლელობის საპასუხოდ მოხდა. ის რამდენიმე დღის წინ დაუდგენელ პირებთან შეტაკების დროს მოკლეს. „ბოევიკებმა“ რამდენიმე სახლს ცეცხლი მოუკიდეს.
ამბოხებულებმა ადგილობრივ მოსახლეობას, მათი ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ, ოქრო და ძვირფასეულობა წაართვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები