ახალ ზელანდიაში ტყის ხანძარი მძვინვარებს

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის 400-მდე სახლის მცხოვრები ტყის ხანძრის გამო, საცხოვრებელი სახლებიდან ევაკუირებულია, ცეცხლი ქალაქის შესასვლელს მიუახლოვდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ცეცხლმა უკვე გაანადგურა ქალა1სი შემოგარენში მდებარე 11 სახლი. ქალაქში კვამლის სუნი იგრძნობა.
ამჟამად ცეცხლი ტყის 1800 ჰექტარ ფართობს უკიდია. მის ჩაქრობაში 130 მეხანძრე, 14 ვერტმფრენი და 3 თვითმფრინავი მონაწილეობს.
ორი დღის წინ, ცეცხლის ჩაქრობის დროს, ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. მისი პილოტი დაიღუპა.

16779837_10207978263726057_1905053254_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები