მალაიზიის პოლიციამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილი დააკავა

მალაიზიის პოლიციამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის, კიმ ჩონ ნამის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი დააკავა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მალაიზიის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ინდონეზიელი ქალია. მისი სახელია სიტი აიში.
კიმ ჩენ ნამი 14 თებერვალს მალაიზიის დედაქალაქის აეროპორტში მოკლეს. მას ორი ქალი მიუახლოვდა და მოწამლული ნემსი უჩხვლიტეს. სხვა ვერსიით კი მკვლელებმა კიმ ჩო ნამს თავზე მოწამლული ცხვირსახოცი დააფარეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები