ევროპარლამენტმა კანადასთან სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმება დაამტკიცა

Civil Society Critics of Canada-EU trade deal deliver a Trojan horse to Parliament Hill in Ottawa on Tuesday, October 11, 2011. THE CANADIAN PRESS/Sean Kilpatrick

ევროპარლამენტმა კანადასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ “ბი ბი სი” იუწყება.
შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში ევროკავშირის წარმომადგენელმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ მოაწერეს ხელი. მას ევროპარლამენტის 408 დეპუტატმა მხარი დაუჭრია, ხოლო 254-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ბოლო 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სავაჭრო შეთანხმებამ ევროკავშირსა და კანადას შორის გარკვეული ბარიერი უნდა მოხსნას. ევროკავშირი და კანადა დღეს არსებული  საბაჟო გადასახადების თითქმის  98%-ს გააუქმებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები