სოხუმს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის მიზეზი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარი ავარია გახდა.
კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ავარია ელექტროგადამცემ ხაზზე ბზიფის ქვესადგურის მახლობლად მოხდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად ავარიის მიზეზების აღმოფხვრაა დაწყებული.
რამდენიმე დღის წინ, „ჩერნომორენერგომ“ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ცუდი ამინდის გამო, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე, შესაძლოა, ავარიები მომხდარიყო.