ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსს ქვები დაუშინეს
რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსს ოკუპირებულ აფხაზეთში ქვები დაუშინეს. გამოცემა „რამბლერ ნოვოსტის“ ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი ქალაქ გაგრის მახლობლად იმყოფებოდა.
მძღოლის ინფორმაციით, რესტორან „გაგრიფშის“ მახლობლად, ავტობუსს ბუჩქებიდან ქვები დაუშინეს. ავტობუსში ამ დროს 52 ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა ქვამ მინა ჩაამსხვრია და რამდენიმე მგზავრი, მათ შორის 5 წლის ბავშვი დაჭრა. ხულიგნებმა მიმალვა მოახერხეს.
მგზავრები სხვა ავტობუსში გადასვეს, რომელსაც ასევე ქვები დაუშინეს გზაზე. ამის შემდეგ, ტურისტები საზღვრამდე პოლიციის თანხლებით მიიყვანეს.