“ნებისმიერი შეიძლება აღმოვჩნდეთ ცილისწამების მსხვერპლი თუ არ დავიცავთ სხვის უფლებებს”

უფლებადამცველი გიორგი გაბედავა მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
გაბედავა პროკურატურას მიმართავს, დაიდოს კონკრეტული ფაქტები, ასევე, ვიდეომასალა იმისა, თუ როგორ მოხდა აეროპორტში ციანიდის ამოღება. გაბედავა საზოგადოებას მოუწოდებს, გამოძიების დასრულებამდე, ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.
„გიორგი მამალაძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების დროს მე პირადად, აღელვების ნიადაგზე დავარღვიე მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს საზოგადოების წინაშე! რაც შეეხება საქმეს! პროკურატურისგან მოვითხოვ, დაიდოს კონკრეტული ფაქტები, რომ ეს ადამიანი აპირებდა დანაშაულის ჩადენას, აეროპორტში როგორ მოხდა ციანიდის ამოღება, არ არსებობს, არ იყოს ვიდეომასალა, საიდანაც დადგინდება სიმართლე! ჩვენი უწმინდესის მოკვლა ბევრს უნდოდა, დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ მათ ღმერთის არსებობა ავიწყდებათ და ვისაც უნდოდა, რა დღეშიც ჩაცვივდნენ, ამას ისტორია გვეუბნება. მე პირადად ვარ დაინტერესებული აღნიშნული საკითხის გარკვევით! საპატრიარქოში რომ ბევრი ცუდი რამ ხდება უწმინდესის ზურგს უკან, ეს დიდი ხანია ვიცი, მაგრამ თუ ადამიანს სიმართლის გამო აბრალებენ უწმინდესის მკვლელობის მცდელობას, ამას არავის არ შევარჩენ! თუ დამტკიცდება დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობა, მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს მის სამუდამო პატიმრობას! თუ ვერ დაამტკიცებენ მის ბრალეულობას, გამოაშკარავდეს ის პიროვნება, ვინც მოაწყო ეს ყველაფერი!!! ადამიანის გალანძღვას შემდეგაც მოვასწრებთ ხალხო რა… ახლა მთავარია სიმართლე დადგინდეს!!! ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოვჩნდეთ ცილისწამების მსხვერპლი, თუ არ დავიცავთ სხვის უფლებებს!!!“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გაბედავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები