თბილისის მეტროს ვაგონებში ორენოვანი რუკები განთავსდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ორგანიზაცია „უბრანული ლაბორატორიის“ ინიციატივით, მეტროს ვაგონებში სამარშრუტო რუკები განთავსდება.
სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, პროექტის მიზანი, მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შეთავაზებაა. თბილისის მეტროს რუკა ორენოვანია, რუკაზე, მეტროს სამარშრუტო სქემასთან ერთად, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს, მარტივად დაგეგმონ მგზავრობა. რუკების განთავსება მეტროს ვაგონებში უახლოეს დღეებში დასრულდება.
მის შექმნაზე კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა. ჟიური ურბანისტებითა და არქიტექტორებით, ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, ორგანიზაცია ,,ორბელიანის“ და ,,ურბანული ლაბორატორიის“ წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა ეროვნების დიზაინერებმა მიიღეს. ჟიურის წევრებმა არჩევანი ახალგაზრდა დიზაინერზე, იანა შავგანჩუკზე გააკეთეს. მისი ნამუშევარი გამორჩეულია დედაქალაქის ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილებისა და მეტროს სამარშრუტო სქემის სინთეზით.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი“ და შვედეთის მთავრობა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მადლობას უხდის ორგანიზაცია „ორბელიანს“, „ურბანულ ლაბორატორიასა“ და ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები