ნუკრი ქანთარია: მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოსმენაზეა გადასული და თუ უნდათ მოსმენა, მაინც მოისმენენ

“ყველას, რომ გასაღებები დაგვირიგონ, თუ უნდათ მოსმენა, მაინც მოუსმენენ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია გუნდურ პრინციპს ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ორგანიზაციის შექმნა, მოსმენებთან დაკავშირებით, არცთუ ისე სახარბიელო გადაწყვეტილება იყო.
„მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოსმენაზეა გადასული, მე პირადად, მომისმინონ 24 საათის განმავლობაში, ამას ვეუბნები ყველას. ყველას რომ გასაღებები დაგვირიგონ, თუ მოსმენა უნდათ, მაინც მოუსმენენ. აქ ნდობაზეა საუბარი, უნდა ვენდობოდეთ ხელისუფლებას.
მე პირადად, ვთვლიდი, რომ მარეგულირებელი კომისია უზრუნველყოფდა იმ ფრაქციას, რაც ახლადჩამოყალიბებულ ორგანიზაციას დაეკისრება“, -განაცხადა ნუკრი ქანთარიამ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები