ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში საარტილერიო წვრთნები მიმდინარეობს, რომლის შედეგად “საარტილერიო ცეცხლის ოსტატი“ გამოვლინდება. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება. წვრთნები ნაღვალოუს პოლიგონზე იმართება.
„საბრძოლო სროლები სატვირთო ავტომობილებზე დამონტაჟებული 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან იმართება. წვრთნების მონაწილეებმა სამიზნეები 1500 მეტრის დისტანციაზე უნდა გაანადგურონ“, – იუწყება რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქი.
წვრთნებში 100-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. საუკეთესო შედეგის მაჩვენებლები მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც სტავროპოლის მხარეში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები