სინოპტიკოსები ზღვაზე შტორმს ვარაუდობენ – ამინდის პროგნოზი

საქართველოში არამდგრადი ამინდი 17 თებერვლამდე გაგრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 14 თებერვლის საღამოდან 17 თებერვლამდე, საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია თოვლი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში და უღელტეხილებზე ქარბუქი და ზვავსაშიშროება იქნება, გზებზე – ლიპყინული, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ზღვაზე შესაძლებელია 4–5 ბალიანი შტორმი.
ამასთანავე, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +1, +6, აღმოსავლეთ საქართველოში კი  -2, +3 გრადუსი იქნება. დედაქალაქში მცირე თოვლია მოსალოდნელი.
17 – 19 თებერვალს, ღამის საათებში, გაძლიერდება ყინვა.
18 – 19 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დღის საათებში შედარებით დათბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები