“პადოშა“ ის კაცი არ არის, სახლიდან ტყუილად გამოსულიყო”

„პადოშაც გამოჩნდა“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გია თორთლაძის შესახებ ვრცელ სტატიას სთავაზობს.
გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი დეპუტატი, რომელიც პოლიტიკას 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოშორდა, 2 დღის წინ, „რუსთავი 2“ -ს მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა და სხვა პარლამენტს გარეთ დარჩენილ პოლიტიკოსებთან ერთად, სიტყვის თავისუფლებას იცავდა.
„მოკლედ, ლეგენდარული “პადოშა” გამოჩნდა. “პადოშა” უცვეთია.. საზოგადოებავ, მოემზადე კარდინალური პოლიტიკური ცვლილებისთვის. სააკაშვილო, ჩაალაგე ჩემოდნები საქართველოში დიდებით დასაბრუნებლად. ნიკა გვარამიავ, გიხაროდეს, „რუსთავი 2“ საუკუნოდ შენი იქნება! აბა, „პადოშა“ ის კაცი არ არის, სახლიდან ტყუილად გამოსულიყო. საქართველოში სიტყვის თავისუფლება „პადოშას“, პაატა დავითაიას, ბაჩუკი ქარდავას, ხარატიშვილისა და “ნაცების” გადასარჩენი თუ გახდა, სჯობს, იგი საერთოდ არ გადარჩეს და სამუდამოდ მიიცვალოს! „- წერს გამოცემა.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი მიშა მესხი გია თორთლაძის პოლიტიკურ წარსულს იხსენებს.
„პადოშა“ თორთლაძე ყველასთვის ცნობილია, როგორც გამყიდველი ადამიანი, რომელმაც ოპოზიციურ მოძრაობას უღალატა და სააკაშვილის რეჟიმს შეეკრა, როცა „გაერთიანებულ ოპოზიციის“ სხვა ლიდერების მსგავსად, დეპუტატის მანდატზე უარი არ თქვა, სააკაშვილის ერთპარტიულ ჯიბის პარლამენტში შევიდა და “ნაცების” „გამპრავებლად“ გადაიქცა! – ამბობს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში მიშა მესხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები