მანანა კობახიძე: პროკურატურას ჩემ წინააღმდეგ ერთი სიტყვა ან ფურცელი რომ ეპოვა, არავინ დამინდობდა

“პროკურატურას ჩემ წინააღმდეგ ერთი სიტყვა ან ფურცელი რომ ეპოვა, არავინ დამინდობდა”, – ამის შესახებ ყოფილი ვიცე-სპიკერი და დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მანანა კობახიძე ე.წ. კოკაინისა და მისი ძმის, თედო კობახიძის მისამართით გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს პასუხობს.„პოლიტიკაში მზაკვრული მეთოდია,კონკრეტულ პირს სკანდალი აუგორონ და შეტევა ორკესტრირებულად განახორციელონ. მოგეხსენებათ, საქმეს პროკურატურა იძიებდა,თუმცა როდესაც დანაშაულის დამამტკიცებელი ვერაფერი იპოვეს, ძიება შეწყდა. პროკურატურას ჩემ წინააღმდეგ ერთი სიტყვა ან ფურცელი რომ ეპოვა,არავინ დამინდობდა. ასეც უნდა იყოს – თუ ვინმე კანონს არღვევს,პროკურატურამ პასუხი უნდა მოსთხოვოს. დღეს პოლიტიკიდან წავედი და მთლიანად სასამართლო სისტემაზე ვარ ორიენტირებული, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. ფაქტია,ადრე გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა მაღალი იყო, დღეს კი ეს ტენდენცია შემცირებულია. შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობაც, რასაც მე კი არა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია დადებითად აფასებს“, -აცხადებს მანანა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები