როგორი ამინდია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების პროგნოზი
საქართველოს უმეტეს რაიონში 12 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან კვლავ თოვაა მოსალოდნელი. როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 17 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად ცივი ამინდი შენარჩუნდება.
უახლოეს დღეებში საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად თოვლი, ზოგან ნისლი.
არამდგრადი ამინდი საქართველოში 17 თებერვლამდე შენარჩუნდება. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-6 გრადუსი იქნება, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ღამით ტემპერატურა -10-6 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით მოსალოდნელია 3-5 გრადუსი; ღამით -6 გრადუსი, მთაში -13 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში -16 გრადუსი. თბილისში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება, ღამით ტემპერატურა შესაძლოა -4 გრადუსამდე დაეცეს.