თელავში, ავტოსახელოსნოში მანქანა დაიწვა

კახეთში, თელავის შესასვლელში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში მანქანა დაიწვა.
“მოამბის” ინფორმაციით, სახელოსნოს ბოქსში მდგარ ტოიოტას მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როცა სახელოსნო დაკეტილი იყო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ხანძრის გამომწვევ მიზეზად გაუმართავი ელექტროსისტემა სახელდება.
ავტომანქანის დაწვის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები