ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დღის განმავლობაში გაიწმინდა ქალაქ ბოლნისის ცალკეული ქუჩები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებამდე და საბავშვო ბაღებამდე მისასვლელი საავტომობილო გზა, საფეხმავლო მონაკვეთები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, ბოლნისის ცენტრალური კლინიკის მიმდებარე ტერიტორია და სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტებამდე მისასვლელი გზა. საავტომობილო გზების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიწმინდა, აგრეთვე, ქვემო ბოლნისში, სოფელ ბოლნისში, ხატისოფელში, ფოლადაურში, ძველ ქვეშსა და სოფელ აკაურთაში.
„ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ დარბაზსა და ტანძიაში, პარალელურად, საავტომობილო გზებზე იყრება ტექნიკური მარილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.