აგარაში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აგარაში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს აგარაში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები.
ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის კონსტრუქციული ნაწილის სამუშაოები და მიმდინარეობს შიდა მოსაპირკეთებელი, ელექტროობის, წყალმომარაგება-კანალიზაციის სამონტაჟო სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,სამშენებლო კომპანია მაქსიმო”,- წერია ინფორმაციაში.
