ზელენსკიმ ტრამპი ეგოიზმსა და ევროპის ინტერესების იგნორირებაში დაადანაშაულა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპის ინტერესებს არ ითვალისწინებს.
„პრეზიდენტ ტრამპს საკუთარი თავი ისეთი უყვარს, როგორიც არის. ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა, მაგრამ ევროპას მისი ამჟამინდელი სახით არ მოუსმენს“, – აღნიშნა ზელენსკიმ დავოსში სიტყვით გამოსვლისას.