“ძალიან დიდი ალბათობით, აპრილისთვის სურსათის ფასების შემცირება დაიწყება” – ლევან მაჭავარიანი

“ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ძალიან დეტალურ შესწავლას გავაკეთებთ. უკვე ვხედავთ გარკვეულ წერტილებს, სადაც შესაძლებელია ფასების შემცირება. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე იქნება გამჭვირვალე,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა განმარტა, დიდი ალბათობით, აპრილის თვეში სურსათის ფასების შემცირება დაიწყება.

“ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ტიპის კარტელური გარიგებები გამორიცხოს. სუს-ი სასამართლო განჩინების საფუძველზე რამდენიმე ობიექტში შევიდა, რათა ამ ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოეთხოვა. როგორც ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, აპრილის თვისთვის ძალიან დიდი ნაწილი ამ სამუშაოსი მორჩენილი იქნება. ზუსტად მაგ პერიოდისთვის, ჩვენი მოქალაქეები იგრძნობენ მუშაობის შედეგს, ვინაიდან, ძალიან დიდი ალბათობით, მაგ პერიოდისთვის ფასების შემცირება დაიწყება,” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები