ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ საბავშვო ბაღების დირექტორებს გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი, ირმა მეგრელიძე წარუდგინა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ საბავშვო ბაღების დირექტორებს გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი, ირმა მეგრელიძე წარუდგინა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირმა მეგრელიძეს მუშაობის მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში.

“იგი განათლების ხარისხის ექსპერტია და წლების განმავლობაში იყო სსიპ კოლეჯ, ახალი ტალღის დირექტორი.

შეხვედრაზე მერმა აღნიშნა, რომ 2026 წელს ქობულეთში რამდენიმე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, პარალელურად მიმდინარეობს ერთი ახალი ბაღის მშენებლობა. ირაკლი ცეცხლაძის თქმით, განხორციელებული საკადრო ცვლილება კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს სკოლამდელი აღზრდის განვითარებას”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები