დავოსში „მშვიდობის საბჭოს“ წარდგენის შემდეგ ტრამპი ზელენსკის შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ტრამპმა განაცხადა, რომ მას კარგი შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთთან ომის დასრულებისკენ „ჯერ კიდევ ბევრი გზაა გასავლელი“.

ტრამპმა უარი თქვა უკრაინის ლიდერთან დახურული საუბრის არსის დეტალურად განხილვაზე, თუმცა მან CNN-ს განუცხადა, რომ მის მიერ ახლადშექმნილ „მშვიდობის საბჭოს“ შესახებ არ უსაუბრიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები