გიორგი კახიანი: ვფიქრობ, რადიკალიზმის დრო წავიდა ჩვენი ქვეყნიდან

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე “იმედის” ეთერში ისაუბრა.

კახიანის თქმით, რადიკალიზმის დრო წავიდა.

„სიმართლე გითხრათ, ღიმილისმომგვრელიც არის საუბარი მათ მხრიდან იმაზე, რომ კიდევ ახალი გაერთიანებები შეიქმნას. რა გაერთიანებაზეა საუბარი? თითქოს ერთ გუნდს არ წარმოადგენენ, ერთი პატრონი არ ჰყავდეთ, თითქოს ერთი ხელით არ იმართებოდნენ. ისედაც ერთნი არ არიან? როდესაც სჭირდებათ ერთად არიან, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ვითომ ცალ-ცალკე ჯგუფებად წარმოჩინდებიან. რაც არ უნდა გააკეთონ, ეს არის ძალა, რომელსაც ფაქტობრივად არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს საზოგადოებაში. ვფიქრობ, რადიკალიზმის დრო წავიდა ჩვენი ქვეყნიდან“, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები