ოკუპანტების მიერ გატაცებული სამი პირი გაათავისუფლეს
რუსი სამხედროების მიერ გატაცებული სამი პირი გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ კირბალთან საქართველოს სამი მოქალაქე გუშინ გაიტაცეს.
ლაშა დოსიაშვილი, ჯემალ ავალაკი და ავთანდილ თაყაძე რუსმა სამხედროებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი შეშის მოსატანად მიდიოდნენ.