ოკუპანტებმა კირბალის მცხოვრებლები გაიტაცეს
ცხინვალის რაიონიდან ოკუპანტებმა საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს. ისინი გორის რაიონის სოფელ კირბალის მკვიდრნი – ავთანდილ თაყაძე, ჯემალ აბალაკი და ლაშა თოდიაშვილი არიან.
სამივეს ე.წ. მესაზღვრეები “საზღვრის უკანონო გადაკვეთას” ედავებიან. ამჟამად, ცხინვალის სასამართლოში მათი საქმის გადაცემის საკითხი განიხილება.