მიხეილ ჯანელიძე სენატორ ტედ ქოქრანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის სენატში შეხვედრებს მართავს.
მიხელ ჯანელიძე შეხვდა სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს, ტედ ქოქრანს (“რესპუბლიკელი”, მისისიპის შტატიდან). შეხვედრაზე სენატორმა ამერიკის კანონმდებლების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მინისტრმა აღნიშნა საქართველოს განვითარების გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ინსტიტუტების დახმარების მნიშვნელობა და სენატორს უშუალოდ მისი კომიტეტის მიერ წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.