საპატრიარქო ილია II-ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ოპერაციას გაუკეთებენ. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ამჟამად ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს.
”გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 8 თებერვალს, დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე, დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები