ვასილ მაღლაფერიძე: გადასახადის გადამხდელს აინტერესებს, რომ მისი ტელევიზია იყოს ყურებადი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის გენერალურ დირექტორს შეხვდა. ბორდის წევრების განცხადებით, გარდაქმნისა და განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, მათ გარკვეული კითხვები აქვთ და დეტალური განმარტებების მოსმენა თავად დოკუმენტის ავტორებისგან სურდათ.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობასთან დაკავშირებით, სამეურვეო საბჭო კონკრეტულ გეგმას ერთი კვირის განმავლობაში შეიმუშავებს. მისი თქმით, ის გეგმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ წარადგინა “საზმაუს” ლიდერ ტელევიზიად გარდაქმნის მიზანს ემსახურებოდა.
„თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” რეიტინგი არ მოეთხოვება, სხვა ამოცანებს დააყენებს. ჩვენ გამოვდიოდით ევროპული გამოცდილებიდან, სადაც საზოგადოებრივის მაყურებელს- გადასახადის გადამხდელს აინტერესებს, რომ მისი ტელევიზია იყოს ყურებადი. თუ შეფასდება ჩვენი თავისებურება, რომ არ მოგვეთხოვება მაღალი ყურებადობა, არ მოეთხოვება რეიტინგი ვთქვათ, ისე, როგორც BBC-ის ან სხვას, შესაბამისი მოთხოვნებიც ასე უნდა ჩამოყალიბდეს. არ შეიძლება თქვენ, თანამშრომლებს განუწყვეტლივ ერთი მხრივ, სხვა პირობები შეგექმნათ, მეორე მხრივ, კი გითხრან, რომ აუთსაიდერი ხართ, იმის გამო, რომ სხვა ტელეკომპანიის დონეზე ვერ ხართ. ამ შედეგამდე ძალიან მკაფიო და კარგი გათვლებით უნდა მივიდეთ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები