პატრიარქს ოპერაცია ორშაბათს ჩაუტარდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესს და უნეტარეს ილია მეორეს ოპერაცია ორშაბათს ჩაუტარდება.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საპატრიარქოს პრესცენტრის წარმომადგენელმა, სოსო ტყებუჩავამ დაუდასტურა. მისი თქმით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, თუმცა აღნიშნა, რომ დეტალები არ იცის.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქი ვიზიტით გერმანიაში, სამედიცინო შემოწმებაზე იმყოფება. უწმიდესს ნაღვლის ბუშტის ანთება დაუდგინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები