ნაძალადევში სამი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში კიდევ სამი სპორტული მოედნის აღდგენა-რეკონსტრუქცია დასრულდა. რეაბილიტაცია ცოტნე დადიანის ქ. N148-ში, გურამიშვილის გამზირის N12-ის მიმდებარე და თოდრიას ქუჩაზე არსებულ მოედნებს ჩაუტარდა.
განახლებული სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ მოედნებზე დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები, ძველი ლითონის კონსტრუქციები შეიცვალა ახლით.
გასული წლის განმავლობაში, ნაძალადევში სულ 20 სპორტული მოედანი განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 466 900 ლარი გამოყო.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი მსგავსი სამუშაოებისთვის 404 550 ლარია გათვალისწინებული. გამგეობა ორი ახალი სტადიონის მშენებლობას და ათამდე სპორტული მოედნის რეაბილიტაციას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები